რეზონანსი
04.06.2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ზაზა მგელიაშვილი დააკავა. სამართალდამცავებმა მსუბუქი ავტომობილის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ხელყუმბარა და ნიღბები.

„ქრონიკის" ინფორმაციით, მგელიაშვილი ჩუმლაყში კრიმინალური ავტორიტეტის მალხაზ ბადუაშვილის ლიკვიდაციის მიზნით მიემგზავრებოდა.

ბადუაშვილის საცხოვრებელი სახლი პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×