რეზონანსი
04.06.2020

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ბიძის, დიმიტრი კაკუბავას განცხადებით, სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ათავისუფლებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" მიწოდებულ წერილში კაკუბავა აცხადებს, გიორგი ჯანაშია ძალიან მალე თავისუფალი იქნება. თუმცა, რა მექანიზმებით მოხდება მისი გათავისუფლება, არ აკონკრეტებს.

„არაფერი ახალი და მოულოდნელი ჯანაშიას განთავისუფლებაში ჩემთვის არაა იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ჯანაშიას ბიძები, ვანო და სერგი ნაკაიძეები გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანები არიან, აფინანსებენ ბოკერიას გუნდს, ფლობენ ტელევიზიებს და სავარაუდოდ აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკური სიტუაციის მართვაში. მე პატივისცემით ვეკიდები მათ მცდელობას დაიხსნან თავიანთი დისშვილი და სულაც არ მინდა ჩემმა განცხადებამ ხელი შეუშალოს მის გათავისუფლებას. ჩემთვის გაუგონარი და ამაზრზენია სარალიძის ქმედებები.

მისი გააქტიურება ახლა ისევ თამაშის ნაწილია, ცდილობს ყურადღების გადატანას ჯანაშიას განთავისუფლებიდან შოთაძეზე აბსურდული წერილების მიწერით. ეს ზუსტად იმეორებს მის გააქტიურებას პროცესებზე ბატონ ზურაბ თოდუაზე თავდასხმით, როცა ფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება უზენაეს სასამართლოში ჯანაშიასთან. მისი მცდელობა დაეფარა სიმართლე ჩემზე საჩივრით, თუ რატომ გავასაჯაროვე გუგა ბარბაქაძის დაკითხვის ვიდეო, ჩავარდა. სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდაა მიცვალებულების სულებით მოვაჭრე მშობლები. მიზანი რისთვისაც თავდაუზოგავად ვაჭრობდა სარალიძე მიღწეულია, დღედღეზე გიორგი ჯანაშია სახლში იქნება.

სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში სარალიძე აჰყვა ბოკერიას გუნდს. მათი მცდელობა მიშა კალანდიას დაჭერის შანტაჟით სუბელიანს მიეცა მათთვის რაღაც ჩანაწერები ვანო მერაბიშვილის გაყვანისა, დამთავრდა წარმოუდგენელი შედეგით, დაიჭირეს და მიუსაჯეს 15 წელი მოზარდს, რომელსაც არავინ არ მოუკლავს. შედგა გარიგება, გაწირეს კალანდია, ყველამ ხელი დაიბანა და რაც ამაზრზენია, ხელი მოითბო ამ საქმეზე. ცალკე აღსანიშნავია ქალბატონი ლონდარიძე, მოსამართლის ვიდეოებზე, სადაც 8 საათის განმავლობაში მესიჯობს და ვიღაცეებს ასმენინებს დახურული სხდომების დეტალებს,საოცარი კომენტარი აქვს. ეს სიმართლის მოყვარული და პირდაპირი ქალბატონი უცებ აცხადებს, რომ მან ამის შესახებ არაფერი არ იცის, და თვალებს არ უჯერებს. ალბათ დაელოდება გამოძიებას ან დირექტივებს", - აცხადებს კაკუბავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×