რეზონანსი
04.06.2020

გუშინ, ბაგებში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის, სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე მოხდა.

სროლას წინ ხმაური და ჩხუბი უძღოდა. თვითმხილველების გადმოცემით, ჩხუბის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი გაქცევას ცდილობდა, თუმცა "მერსედესის" მარკის ავტომობილი ბესიბოლის ჯოხით დააზიანეს.

სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა, ინციდენტში დაახლოებით 8 პირი მონაწილებდა. თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე მამაკაცი ნაგვის ურნაშიც კი ჩაძვრა, რომ ტყვია არ მოხვედროდა.

თავდამსხმელებმა ორი ადამიანის დაჭრის შემდეგ, ტერიტორია რამდენიმე ავტომობილით დატოვეს და ტყისკენ გაიქცნენ.

დაჭრილი ახალგაზრდები გუშინვე გადაიყვანეს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, ისინი ბარძაყის არეში იყვნენ დაჭრილები.

ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
tatoo   (04.06.2020)
რომ ისვრიან ეს ვაი ,,,კაი ბიჭები" რისი იმედი აქვთ. ვერ დაიჭერენ თუ..


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×