რეზონანსი
04.06.2020

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დღეს კრიზისიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა და შესაბამისად ეკონომიკური კრიზისიც გლობალურია, მთავრობამ თავისი გასაკეთებელი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გააკეთოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია, გლობალური გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია, ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად. სწორედ ამიტომ, მივიღეთ პირველი ღონისძიებები და ჩვენი ეკონომიკური რეაქციის, ასე ვთქვათ, პოსტეკონომიკურ კრიზისზე რეაგირების პირველი, ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო მაქსიმალურად დაფარვის მქონე ღონისძიებები, რაც იყო პირველ რიგში კომუნალური გადასახადები, სესხების გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე კომპანიებისთვის. ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, მოგვეგო დრო, უკეთესად გავრკვეულიყავით ამ გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ უკვე გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები უკვე იღებენ", - განაცხადა პრემიერმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
mari   (04.06.2020)
3 tvic hemdeg ra cahvalebbit unda gadaixadon muhaobda xalxi da agrovebda tu rogor exla upro metat gauwirdebat gadaxda iqneb gezrunat kide 3 tvit gadavadeba ceqiembbridan iqneb raime amodzravdec


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×