რეზონანსი
04.06.2020

ბათუმში მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

აიპიენი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (04.06.2020)
ასე იქნება მუდმივად უტვინო და ქარაფშუტა ქართველები ავარიებში ამოხოცავენ ერთმანეთს. არც წესები,აც სწავლა, არც დათმობა ერთმანეთის..... ხოცეთ ერთმანეთი ქართველებო ნატრობენ და ოცნებობენ საქართველოს მეზობლები. დიდება ბელადს :)


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×