რეზონანსი
03.06.2020

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პირბადის წესის დარღვევაზე 100-ლარიანი ჯარიმა ბევრი იქნება.ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჯარიმა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ადამიანები ფინანსურ პრობლემებში შევიდნენ. 100 ლარი მგონია, რომ ბევრი იქნება", - განაცხადა ხუნდაძემ.

საზოგადოებაში პირბადის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობაზე სხვადასხვაგვარი ვერსია ვრცელდება. მათ შორის, „ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯარიმა შესაძლოა 100 ლარი იყოს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×