რეზონანსი
03.06.2020

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია. საქართველოს მთავრობის მიერ 23 მაისს გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი. .

„ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის" მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში - ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით", - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×