რეზონანსი
03.06.2020

კორონავირუსით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში გარდაიცვალა. ის მუშევანიდან თბილისის კლინიკაში სამკურნალოდ სპეციალურად გადაიყვანეს. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ლევან გოფოძოს თქმით, გარდაცვლილი 75 წელზე მეტი ასაკის მამაკაცია, ის კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო და კოვიდინფექციის გარდა, სხვა მძიმე თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, მამაკაცი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. 

"ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს.

სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა. პაციენტი 2 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×