რეზონანსი
02.06.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ ვირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ადგილობრივი შტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღეს გუდაუთის საავადმყოფოდან დარჩენილი სამივე პაციენტი გაეწერა და ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სტაციონარში არ ჰყავთ. სპეციალისტების მტკიცებით, გასული 24 საათის განმავლობაში 57 ადამიანი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

საერთო ჯამში კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 28 ადამიანს დაუდასტურდა, 1 მათგანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×