რეზონანსი
02.06.2020

არ არსებობს წარმატებული ექიმი ღვთის გარეშე - ამის შესახებ „პოსტ ალიონის" ეთერში საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ის ამბობს, რომ ღვთის დამსახურებაა პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა.

„არსებობს განმარტება, რომ შეიძლება ადამიანმა მიიღო სამედიცინო განათლება, მაგრამ ვერ გახდე ექიმი. არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე.

ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ დიდ მხარდაჭერას რასაც ღვთიური ძალა ჰქვია. მე პირადად ეს პერიოდი ღმერთმა გადამალახინა.

კორონავირუსმა ერთი რამ დაგვანახა, ყველაფერი უნდა გადავდოთ ადამიანებმა და ერთმანეთი კიდევ ერთხელ ძალიან უნდა შევიყვაროთ. ახლა პირველად ვლაპარაკობ, ამ პერიოდში ყოველღამე დავდიოდი ტაძარში" - განაცხადა ლევან რატიანმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×