რეზონანსი
02.06.2020

მე­თი­უს, რო­მე­ლიც ოჰა­ი­ო­ში ცხოვ­რობს, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ბოლო სტა­დია აქვს და ექი­მებ­მა მას სი­ცო­ცხლის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად 2 თვე გა­ნუ­სა­ზღვრეს. სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბულ მე­თი­უს ერთ-ერთი ბოლო სურ­ვი­ლი ის ოყი, რომ კი­დევ ერთხელ გა­ე­სინ­ჯა გემ­რი­ე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი.

მე­თი­უს უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი ახდა აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით. ელჩმა და­ვით ბაქ­რა­ძემ მე­თი­უს სახ­ლში ქართველი მზა­რე­უ­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა და მას წე­რი­ლიც მის­წე­რა.

"ძვირ­ფა­სო მე­თიუ, ვი­მე­დოვ­ნებ, ისი­ა­მოვ­ნებ ამ ქარ­თუ­ლი ნა­დი­მით, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე ავ­თენ­ტუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბია, რისი შოვ­ნაც აქ მო­ვა­ხერ­ხეთ. იცო­დე, რომ სა­ელ­ჩო­ში სა­ფე­რა­ვით სავ­სე ჭი­ქას შო­რი­დან, შენ­თან ერ­თად, წე­ვენ მაღ­ლა. ჩვენს გუ­ლებ­ში ხარ და გვინ­და გახ­სოვ­დეს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი შენ­თა­ნაა. გა­გი­მარ­ჯოს!" - წერს წე­რილ­ში ელჩი და­ვით ბაქ­რა­ძე.

ამ ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­ი­სა და მე­გობ­რის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად უყ­ვე­ბა ფი­ლიპ კო­ვალ­სკი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა მე­გობ­რის უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლის ასას­რუ­ლებ­ლად:

 "მეთ­მა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ა­გე­მოვ­ნა, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო სტამ­ბულ­ში ცხოვ­რე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა. ის თქვენს ქვე­ყა­ნა­საც ეწ­ვია და სა­სი­ა­მოვ­ნო დრო გა­ა­ტა­რა. მისი საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძი ხა­ჭა­პუ­რია, ძა­ლი­ან უყ­ვარს ღვი­ნო, ჭაჭა და ლი­მო­ნა­თი. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი და სას­მე­ლი მის­თვის ფა­ვო­რი­ტია!

მეთს 1 წლის წინ ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ცო­ლე სტამ­ბოლ­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სამ­კურ­ნა­ლოდ ოჰა­ი­ო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. იქ კი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი არაა. ძნე­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შოვ­ნაც, შე­სა­ბა­მი­სად, ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­თი­უს ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, რის გა­მოც გული ძა­ლი­ან წყდე­ბო­და.

მირ­ჩი­ეს, სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გვერ­დზე და­მე­დო პოს­ტი და ასეც მო­ვი­ქე­ცი - დავ­წე­რე პოს­ტი, სა­დაც მე­თის სი­ტუ­ა­ცი­ას ვხსნი­დი და დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვ­დი. სა­პა­სუ­ხოდ, ასო­ბით მე­სი­ჯი და დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მო­მი­ვი­და. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი სა­ელ­ჩო­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ ელჩს დახ­მა­რე­ბა სურ­და და ის მე­თი­უს სახ­ლში კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად და სუფ­რის გა­საშ­ლე­ლად, სა­ელ­ჩოს შეფმ­ზა­რე­ულს გა­მოგ­ზავ­ნი­და. 

ეს სა­ოც­რე­ბაა! ვფიქ­რობ, სა­ელ­ჩო­დან თა­მა­რა რაქ­ვი­აშ­ვილს უნდა ვუ­მად­ლო­დე. მას შემ­დეგ, რაც მას და­ვუ­რე­კე, ის­ტო­რია ელჩს უამ­ბო, 2-3 სა­ათ­ში კი უკვე მზა გეგ­მით და­მი­რე­კეს, რო­გორ უნდა მი­ე­ტა­ნათ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მე­თი­უს­თვის.

ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, ასე­თი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გამო ისევ შოკ­ში ვარ... მაგ­რამ, ქარ­თვე­ლებს ჰუ­მა­ნუ­რო­ბის და მას­პინ­ძლო­ბის ისე­თი გრძნო­ბა აქვთ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არც მიკ­ვირს!

შა­ბათს მო­ვიდ­ნენ - შეფმ­ზა­რე­უ­ლი უჩა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი მე­უღ­ლით, ნინი და­რახვე­ლი­ძით და მათი მძღო­ლი - გი­ორ­გი დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი. ვა­შინგტო­ნი­დან დე­ი­ტო­ნამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლით 7 სა­ა­თი იმ­გზავ­რეს და ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იყო! მე­თიუ გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა - თქვა, რომ თავს ისე გრძნობ­და, რო­გორც ბავ­შვი შო­ბის ღა­მეს", - განაცხადა ფი­ლიპ კო­ვალ­სკიმ.

ამბები

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×