რეზონანსი
02.06.2020

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა. ცოტა ხნის წინ, „პრაიმტაიმმა" ნეკა დოროყაშვილის ექსკლუზიური კომენტარი მოიპოვა. ის თავად დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ახლა მონასტერში არ არის:

"ეს ინტერვიუები რაც იწერება არის აბსურდული ტყუილები და ამ ტყუილების გამო, არ ვაპირებ ახლა თავი ვიმართლო.გასაგებია რომ ხალხს აინტერესებს და მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ეს სენსიტიური თემაა.

მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ არ ვარ ისე ცუდად, რომ წავიდე მონასტერში და მივატოვო ჩემი შვილი. მე იმიტომ ვარ ჩუმად, რომ არ ვარ თავის მართლების პოზიციაში. მოვა დრო როცა დაუსრულებლად ბევრს ვილაპარაკებ ამ თემაზე. აგრესიულები არიან ბოტები და მოსყიდული ექაუნთები, რომლებიც ფულს იღებენ ამაში და წერენ იმას, რასაც წერენ. ყველა კითხვას პასუხი გაეცემა რაც ხალხს აინტერესებს.

ჩემს უკან ჩემი შვილი და მისი მომავალი დგას, არ მაქვს უფლება დავაზიანო მისი ფსიქიკა, მითუმეტეს ახლა, როცა ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს. არ არის კარგად".

იხილეთ სრულად: "პრაიმტაიმი"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos!   (02.06.2020)
ვაი შენს პატრონს უბედურს, აი მე ვწერ ეხლა რა ამაში ფული ავიღე?რისთვის? გარედანაც კარგად ჩანს მტყუან-მართალი. არ მოიქეცი სამართლიანად და არც შემდგომ აპირებ ეტყობა და ამიტომაც დაგესხს კომენტარებით მოსახლეობა,ცივილიზებული წესით გაგერჩია შენი ოჯახური ამბები,ბავშვი ეხლა შეგეცოდა?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×