რეზონანსი
02.06.2020

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან, ისინი მეზობლები იყვენენ.

“სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ”, - განაცხადა ადგილობრივმა.

,,დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს სოფელ ბიაში. ზურაბ კუჭავს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ხოლო ზვიად იოსავას - ერთი. ზვიადი არსად მუშაობდა, ხოლო ზურაბს პატარა დაფნის საამქრო ჰქონდა. დაღლილი მოსულა ზურაბი და შემსწრეებიც არიან, როგორ აძალებდა ზვიადი სადღაც წასვლას ზურაბს და მერე სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ეს ტრაგედია დატრიალდა. საშინელი მოსახვევია, შარშანაც 55 წლის მამაკაცი შეასკდა ხეს და გარდაიცვალა”, - ამბობს მეზობელი.

გუშინ ღამით სოფელ ბიიდან მომავალი მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა და ორივე გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×