რეზონანსი
01.06.2020

ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გუბაზ სანიკიძის კრიტიკას.

„არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ პოლიტიკაში. სახელმწიფოს ბრძოლის პროცესი კორონავირუსის წინააღმდეგ, ჩემი ღრმა რწმენით, ევროპაში საუკეთესოა და ვის რა უნდა, ის თქვას.

ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ საქმიანობა უნდა მოგიწონონ და საქმიანობას არ გვიწონებენ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ, მაგრამ თუ ყველას გზა გახსნილი აქვს პოლიტიკაში ჩასართავად, ექიმებს ვინმემ აუკრძალა?!", - აღნიშნა ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნათი   (01.06.2020)
მართალი ხართ ექიმო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×