რეზონანსი
01.06.2020

კომპანია „ლიდერფუდის" დამფუძნებელის ირაკლი დუმბაძის განცხადებით, მის ადვოკატს, პაატასალიას დავით ზეიკიძე პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა.

„მან სასამართლოების წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და ამჯერად, უკვე თავისი ბინძური, ცილისმწამებლური მეთოდებით, ცდილობს გავლენა მოახდინოს უზენაეს სასამართლოზე.

ისიც კი იკადრა, რომ მისივე ვაჟის რეკომენდაციით დანიშნული ბუღალტრის მიერ კომპანიის ქონების მითვისების ფაქტი, ჩემ სახელს დაუკავშირა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა თანხა მას შემდეგ მიითვისა, რაც მე ლიდერფუდში უკვე აღარ ვმუშაობდი.

თუმცა მისგან გასაკვირი არაფერია, რადგან ესაა ადამიანი, რომელიც უშუალოდ სასამართლოს დარბაზშიც არ ერიდება დანაშაულის ჩადენას.

ის ჩემს ადვოკატს - პაატა სალიას პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა, რაზეც თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის შესწავლა.დავით ზეიკიძის და მისი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის მიერ გავრცელებული ცილისწამება, ეს არის ჩემი დისკრედიტაციის და უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეზე ზემოქმედების მოხდენის იაფფასიანი მცდელობა,"- აცხადებს ირაკლი დუმბაძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×