რეზონანსი
01.06.2020

ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ცალკე აღებულ ქვეყანაში ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს არის პანდემია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა გაიხსნა. მას შემდეგ, რაც სრულად ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია ტიპის რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები და ბაზრობები არის გახსნილი. ეს ყველაფერი იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ქმნის. ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ცალკე აღებულ ქვეყანაში ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს არის პანდემია. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში ორი ახალი კლასტერი გაჩნდა - ერთი თბილისში და ერთი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა და მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში", - განაცხადა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×