რეზონანსი
01.06.2020

კახეთი კვლავ მწვანე ზონად რჩება. დედოფლისწყაროელ მძღოლთან მყოფი 10 პირის კვლევა კორონავირუსზე უარყოფითია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, PCR ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა 54 წლის კაცს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია,თუმცა მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირის კვლევა კორონავირუსზე უარყოფითია.

„კონტაქტები იყო ძალიან მცირე, ის კარგად იცავდა თვითიზოლაციას. ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებს მაინც გადავიყვანთ კარანტინში და დაველოდებით ორი კვირის გასვლას. ეს შემთხვევა არის იმპორტირებული რუსეთიდან, ეპიდემიოლოგიურად არ ითვლება ადგილზე დაფიქსირებულად, ანუ კახეთი მაინც რჩება მწვანე ზონად", - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მძღოლი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობს, საქართველოში 22 მაისს დაბრუნდა - ბოლოს ის რუსეთში იმყოფებოდა. გზად მან აიყვანა მგზავრი, რომელსაც, მოგვიანებით, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×