რეზონანსი
31.05.2020

Washington Post-ისა და ABC News-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი ლიდერობს.

კვლევის მონაცემებით, აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსწრებს.

გამოკითხულთა 53 პროცენტი ჯო ბაიდენს უჭერს მხარს, ხოლო ტრამპის რეიტინგი 43 პროცენტს შეადგენს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ ამომრჩეველთა კატეგორიას, რომლებიც მზად არიან არჩევნებზე წასასვლელად, ბაიდენი ხმების ნახევარს კარგავს. ვინაიდან ბაიდენის მხარდამჭერთა დაახლოებით ერთი მეორედი არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ აპირებს.

მეორეს მხრივ, Stony Brook University- ის პროფესორის ჰელმუტ ნორპოთის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, იმის ალბათობა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს 91%-ს შეადგენს. ნორპოთმა ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება 2016 წლის არჩევნების დროსაც იწინასწარმეტყველა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დანიშნული. "რესპუბლიკური პარტიიდან" საპრეზიდენტო კანდიდატად, სავარაუდოდ, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასახელდება, "დემოკრატები" ჯო ბაიდენს დაუჭერენ მხარს.

Report.ge

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჩვეულებრივი მოქალაქე!   (01.06.2020)
ბაიდენები დაასამარებენ ამერიკას. ტრამპის მსაგავსი ძლიერი პრეზიდენტი დიდი ხანია არ ყოლია ამერიკას!ბუშები, კლინტონები და ობამები პოლიტიკურ სასაფლაოებზე! აი ეგენი არიან მსოფლიოს მოწინააღმდეგენი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×