რეზონანსი
31.05.2020

გამოცემა CNN წერს, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან დაიწყებს.

"ხუთი მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა 2020 წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს, მათ შორის მარკეტინგის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც "უსაფრთხო ტურისტული მიმართულების" პოპულარიზაციას. მეორე ეტაპზე ნებადართული იქნება შიდა ტურიზმი სპეციალურ "უსაფრთხო" ტურისტულ ზონებში, ხოლო დასკვნით ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენები სხვადასხვა მიმართულებით.

ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც შეეხება ანტიკრიზისული ზომები", - წერს CNN.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×