რეზონანსი
31.05.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით არის კახეთიდან, თუმცა, კახეთში ინფექციის შემთხვევა არ დადასტურებულა.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ინფიცირებული პირი, წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

„კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა. კახეთში ინფექციის წყარო არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×