რეზონანსი
31.05.2020

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც გუგა ქაშიბაძე აცხადებს, პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

„პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისათვის არის სტაბილური, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია - 25 პროცენტი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ტრავმა მიიღო ბენზინის აალების შედეგად. ძირითადად ზედა კიდურების უკანა მხარე არის დამწვარი. ამ წუთისათვის პაციენტი სტაბილიზააციას ინარჩუნებს", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი 30 მაისს გადმოიყვანეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×