რეზონანსი
31.05.2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. 

ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა და უკვე შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. ქყვეყანაში ჩაკეტილი რჩება ბოლნისის რაიაონის ორი სოფელი და მთელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გავიგეთ!   (31.05.2020)
ნუ აშინებთ ხალხს, ისედაც პირბადეებით დავდივართ, თუ მატებაა ექიმებმა მიხედეთ, მუდმივად შიშში რომ გვაცხოვროთ არ გამოვა!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×