რეზონანსი
31.05.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "პალიტრანიუსის" გადაცემა "ბლიცინტერვიუში" საკუთარ ცხოვრებისეულ პერიოდებზე ისაუბრა: 

"ზოგადაც ემოციური ვარ, ფიცხი ვარ, ასე ამბობენ, ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება გამაბრაზოს, მაგრამ ყველაზე მეტად ვბრაზდები უსამართლობაზე.

ცხოვრებაშ უამრავ რამეს ვნანობ, მაგრამ თუ სერიოზული უნდა ვთქვა იმას, რომ ძალიან ბევრი დრო მაქვს გაფლანგული, არასოდეს, დაწყებული ბავშვობის წლებიდან, თქვენ წარმოიდგინეთ ახლაც, არასოდეს დროის ყადრი არ ვიცოდი და დროს არ ვუფრთხილდებოდი.

ყველაზე მეტად მწყდება გული, რომ ისეთ სამედიცინო დაწესებულებას, როგორიც არის ჩვენი ინფექციური სავადმყოფო, უკვე ათი წელია არ აქვს საკუთარი შენობა-ნაგებობები და მუშაობა უხდება ასეთ გაუსაძლის პირობებში.

ორ რამეს შევცვლიდი, დავქორწინდებოდი გაცილებით უფრო ადრე და არ დავკარგავდი დროს ამ კარდიოლოგიაზე და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ვიმუშავებდი იმ დარგში, რომელიც ახლა ძალიან მიყვარს, ეს არის ინფექციური დაავადებები და იმუნოლოგია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (01.06.2020)
გუბაზი უბრაზდება და თითს უქნევს ამ ბატონს, პოლიტიკაში გარევა არ სცადოო, მეც არ მესიამოვნება რომ ვნახო--ექიმი, მასწავლებელი და ეკლესიის მსახური პოლიტიკოსობდეს, მაგრამ აკრძალვა დაუშვებელია. ვამაყობთ თქვენით, ბატონო თენგიზ!

Ikaxeli   (31.05.2020)
Gaixare ,janmrtelobas da didxans sicocxles gisurvebt. Magari kaci


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×