რეზონანსი
31.05.2020

ყარაჯალელი ბიჭია, რომელიც შეყვარებულისთვის სიყვარულის ახსნის გამო, მეგობრებთან ერთად 21 000 ლარით დააჯარიმეს. რათხან ყურბანოვი „პრაიმტაიმთან“ ამბობდა, რომ სიყვარულის გამო სახლსაც კი გაჰყიდდა და ღია ცის ქვეშ იცხოვრებდა. ჩვენთან გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რამდენიმე მოქალაქემ მისი დახმარების სურვილიც გამოთქვა.

„ჯარიმა სასამართლოში გავასაჩივრე, ჯერ არ ვიცით რა ხდება. ბევრმა მითხრა, ანგარიშის ნომერი მომწერე და დაგეხმარებიო – უხერხულია ხალხის დახმარება, ყველას უარი ვუთხარი“, – გვითხრა რათხანმა.

ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჯარიმის გადახდა მოუწევს და სასამართლო მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ქორწილის გადახდას ვერ შეძლებს. „ველოდებით, ჯარიმის გადახდა თუ არ მომიწია, მე და ჩემი შეყვარებული ქორწილს გადავიხდით. ზუსტად ვიცი, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ამას ვერ ვიზამთ. 3-4 ადამიანი ჩემი მხრიდან, 3-4 მისი და შეიძლება პატარა ქორწილი გადავიხადოთ“, – თქვა რათხან ყურბანოვმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×