რეზონანსი
30.05.2020

ზუგდიდში, სოფელ ინგირში კანონიერი ქურდის შაქრო კაკაჩიას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ე.წ „მაყურებლები" შეიკრიბნენ და საქმეც გაარჩიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხებოდა ე.წ. კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანას ოკუპირებული ტერიტორიიდან და წილების გადანაწილების საკითხს.

„ეს უშუალოდ შაქრო კაკაჩიას საფლავზე არ მომხდარა, ეს შაქროს სახელის გამოყენება რაში დასჭირდათ მართლა არ ვიცი.რაზბორკაც მოხდა ორ კლანს შორის, საქმე ეხება გალელი კანონიერი ქურდის ჩარო შონიას წილებს.

არიან ე.წ.პასრედნიკები, რომლებიც ფულს უხდიან ე.წ.მაყურებლებს. ერთ-ერთმა, ვიღაც გვარამიამ, რატომ გადავიხდი ფულებს და რატომ უნდა მივცე წილი ქურდებსო და ამის გამო რამდენიმე პირმა მოიყვანა სასაფლაოს ტერიტორიაზე, აქ იყვნენ ე.წ მაყურებლებიც, მათ შორის ბ.ფ. და ეს გვარამია სულ კასტილებით სცემეს და დაასისხლიანეს.

იარაღითაც შეაშინეს, ჰყვიროდაო საწყალი, იქ ოდნავ მოშორებითაა მოსახლეობა და და ქუჩის დასაწყისში ზარანდიების დაბურული სახლია და იმ სახლის დიასახლისს შემთხვევით დღის 5 საათზე გაუგია კაცის ყვირილი და მას შეუფარებია, თორემ კლავდნენ", - ყვება წყარო „პრაიმტაიმთან".

„პრაიმტაიმი"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×