რეზონანსი
30.05.2020

ეს ვიაპი საკნები საბერძნეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ქართველ „კანონონიერ ქურდებს" და მათი კლანის წევრებს ეკუთვნით. საბერძნეთის პოლიცია გაოგნებული დარჩა, როდესაც ნიგრიტის ციხეში მასშტაბური რეიდი ჩაატარა. ნანახმა მათ მოლოდინს გადააჭარბა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეიდის მიზეზი სავარაუდო დარღვევების შესახებ მზარდი შეტყობინებები გახდა. საბერძნეთის პოლიციამ (ELAS) ერთ-ერთ კორპუსში განსაკუთრებულ ფუფუნებაში მყოფი პატიმრები აღმოაჩინა, რომლებიც ე.წ. ქართულ მაფიას მიეკუთვნებიან.

და აი, რა დახვდათ ბერძენ სამართალდამცველებს ქართველების საკნებში: თანამედროვე ტელევიზორები, ორკამერიანი მაცივრები, უახლესი მოდელის კონდიციონერები, მობილური ტელეფონები, მიკროტალღური ღუმელი, სხვა სახის ელექტრო, თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სპორტული ტრენაჟორები, სამზარეულოს ჭურჭელი, ღვინის ბოთლები და მწვადის შესაწვავი მოწყობილობაც კი... ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებები.

სხვებისგან განსხვავებით ციხის ამ ბლოკის საკნებში ჩატარებულია თანამედროვე რემონტი... საკნები, სადაც ქართული მაფიის წევრები იხდიან სასჯელს სველი წერტილები - საშხაპე და ტუალეტი ციხის სტანდარტული ფილების ნაცვლად აღჭურვილია ძვირფასი მოზაიკით.

საბერძნეთის პროკურატურამ ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. თანამდებობიდან გაათავისუფლეს ციხის უფროსი და უსაფრთხოების რეჟიმის ინსპქტორი. საქმე კვალიფიცირებულია, როგორც დანაშაულებრივი შეთანხმება ციხის ხელმძღვანელობასა და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის.

გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია განსაკუთრებულ პრივილეგიებში მყოფი 30 პატიმარი, რომელთა შორის 19 ქართული მაფიის წევრია. პრივილეგირებულ პატიმრებს შორის ორი ქართველი „კანონიერი ქურდია" - 31 წლის ნოდარ შუკაკიძე (ნოდო გლდანსკი) და 44 წლის დავით მაზანაშვილი (დათო რუსთავსკი).

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Saertod   (30.05.2020)
Gancxromas da tavgasulobas, sjobia samshoblos gamoadgnen


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×