რეზონანსი
30.05.2020

111 წლის ჩილელი გახდა ყველაზე უხუცესი ადამიანი მათ შორის ვინც კორონავირუსი დაამარცხა.

ჯუანა ზუნიგა, რომელიც სანტიაგოში მომვლელთა სახლში ცხოვრობს, ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც ამავე დაწესებულებაში 25 სხვა პაციენტთან ერთად დაინფიცირდა კორონავირუსისგან.

მედიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი კოვიდ 19-ით დაავადდა, იგი ამ ინფექციისგან მძიმედ არ დაზარალებულა და მწვავე ფორმებში არ ჰქონდა გამოხატული კორონავირუსი. ზუნიგა 28 დღის განმავლობაში იზოლირებულ პალატაში იმყოფებოდა. იგი ოფიციალურად 10 მაისს გამოჯანმრთელდა დაავადებისგან.

ზუნიგა 2014 წლიდან იმყოფება მომვლელთა სახლში, მას შემდეგ რაც მისი და გარდაიცვალა. იგი არასდროს ყოფილა ქორწინებაში და არც შვილები ჰყავს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×