რეზონანსი
30.05.2020

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განუცხადეს.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ.

ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები.

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად, პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები", - აცხადებენ სუს-ში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (31.05.2020)
Тугуши! Агар вици ра еназе могмарто, цензуридан арминда гамосвла маграм вгрдзноб ром икеткен мигкевар, Ра мохда болос да болос ар шедзлеба картулад ром дацерот? рас нишнавс инсталациа? рогор гаигос ес убрало адамианма. Моатрие ерти винме коректори да ешвелеба ам сакмес. Тадумадзис донезе азровнеб.

ჭორლეონე   (30.05.2020)
ბოზის გაგდებულმა პრეზიდენტმა რაო მერე? ოსები მაიმუნობენო?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×