რეზონანსი
30.05.2020

ბოლო პერიოდში თბილისში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ამ დილით ერთბაშად 9 შემთხვევა გამოვლინდა. იგი სავარაუდოდ, უკავშირდება საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში მომხდარ შემთხვევას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლში კარანტინშია მოქცეული.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან, 2 არის ბოლნისის წყარო, ხოლო დანარჩენი 9 არის თბილისიდან, ერთ ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები.

"გრძელდება კვლევა თუ არსებობს ამ წყაროში კიდევ ინფიცირებულები," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტი შევიდა.

"ჩვენთან 8 პაციენტია, თბილისის 8 შემთხვევა, ერთი კონტაქტის ყველა შემთხვევა ჩვენთან დაწვა, მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქადაა შეფასებული," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მან კომენტარი არ გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საბურთალოს ერთ-ერთ კორპუსში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ მაცხოვრებლები კარანტინში მოექცნენ. მისი თქმით, ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, კორპუსის კარანტინი კი არასწორი ფორმულირებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
!!!   (30.05.2020)
უპასუხისმგებლო ხალხის ბრალია ყველაფერი.სამწუხაროდ ასეთები არც ისე ცოტანი არიან.

მოქალაქე   (30.05.2020)
არ შეიძლება ერთროულად შეზღუდვების მოხსნა, ეს არასწორი ნაბიჯია, ეტაპობრივად, ჯერ დავლოდებოდით ერთი ეტაპის შედეგს, მერე გადავსულიყავით მეორე ეტაპზე, რა არის ერთად რომ მოხსენით, ამის მაგალითები ბევრი გვაქვს, სხვა ქვეყნებიდან.არ მინდა თავიდან გავიაროთ ის რაც უკვე გავიარეთ.მიუხედავად იმისა, ჩემთვისაც ძალიან დიდი დისკომფორტია,მაგრამ არ მინდა წინგადადგმული ნაბიჯით ისევ უკან დავბრუნდეთ.

Eka,   (30.05.2020)
Ar ecmic am xalxc, daicavit racac ekimebi geybnebian, rac bobokrobt, tkven gylica, rogorme gadavitano am zapxylc, tyrictebi, kazinoebic, rectornebic gareshe


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×