რეზონანსი
30.05.2020

გორში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლების დიდი ნაწილი იცნობდა. ის დღე და ღამე ურიკით დადიოდა. ადგილობრივი სააგენტოს ცნობით, კაცი ღამით ხან ურიკაზე იძინებდა, ხან კიდევ ავტოსადგურის საპირფარეშოს ოთახში ათენებდა. დღისით ბაზარში მტვირთავად მუშაობდა, ღამით კი, – ბოთლებს და რკინის ნაჭრებს აგროვებდა.

,,6 დღის წინ გახდა ძალიან ავად. ფაქტიურად ჩავარდა. უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. სასწრაფო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რომ უკვე გარდაცვლილა. ძალიან მძიმე დღეში ვარ. ისიც არ ვიცი, რა და როგორ გავაპატიოსნო” – ამბობს გარდაცვლილის და ნაზი საათაშვილი, რომელიც თავადაც მძიმე ავადმყოფია და მასაც სიარული უჭირს.

qartli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნინო   (30.05.2020)
ღმერთო სასუფეველი დაუმკვიდრე, ნათელი დაადგეს. კარგი იქნება ჭირისუფალს ადგილობრივი მთავრობა თუ დაეხმარება.

ჭორლეონე   (30.05.2020)
ღმერთო შეეწიე ყველა მიუსაფარს და გაჭირვებულს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×