რეზონანსი
29.05.2020

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმში სამი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ტასს"-თან საუბარში ე.წ. შს მინისტრმა დიმიტრი დბარმა განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებული ერიკ ჭკადუაა, რომელზეც ძებნა 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა.

მას ბრალად ედება ე.წ. კანონიერი ქურდების - ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბასა მკვლელობა. დომინიკა აკირთავა რესტორნის თანამშრომელი იყო, რომელიც მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა

დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დანაშაული გასული წლის 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან „სან-რემოში" მოხდა, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები დაცხრილეს.

აღნიშნული საქმის გამო, 2 დეკემბერს თანამდებობები დაატოვებინეს აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, ე.წ. გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ხუმ­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის აქ­ტი­უ­რად გან­ხილ­ვას გა­ნაგ­რძო­ბენ. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ერიკ ჭკა­დუ­ას სა­ხე­ლი და გვა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი არ ყო­ფი­ლა. ის მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, რე­გი­ონ­ში მომ­ხდარ კი­დევ ერთ და­ნა­შა­ულ­ში ფი­გუ­რი­რებს, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია "Кормилица-ს" მე­პატ­რო­ნის ნა­თე­სა­ვი ომარ მირ­ცხუ­ლა­ვა გა­ი­ტა­ცა. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ტყვე­ო­ბის შემ­დეგ, მირ­ცხუ­ლა­ვამ თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×