რეზონანსი
29.05.2020

კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე, სომხეთმა საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო. ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გადავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და არსებითად, გავუთანაბრდით რუსეთს" - განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს.

პრემიერის თქმით, ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ.

ფაშინიანმა სომხეთის მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან პირბადეების რეჟიმი, სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის წესები.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×