რეზონანსი
29.05.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყელიძის განცხადებით, ქვეყანაში საკარანტინე ზომები მკაცრია და ასე დარჩება.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში და შემდეგ ყველას ჩაუტარდეს ტესტი.

„დღეს დაფიქსირებული რვა ინფიცირებიდან, გარდა ორი შემთხვევისა, რომლებიც მძღოლები არიან, დანარჩენი ექვსი არის კარანტინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოსული. კარანტინი მკაცრია და ასევე დარჩება. ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია არ არის სახარბიელო. კარანტინი შემოსვლასა და საზღვრის სიმკაცრე იქნება. ყველა შემოსული ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში. შემდგომ ყველა უნდა გაიტესტოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სატვირთოების მძღოლების მასობრივი კვლევა დაიწყება და ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ტარდება სწრაფი ტესტები.

„რაც შეეხება სატვირთოების მძღოლებს, დღეიდან უკვე ამუშავდა, ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები, სადაც საბაჟოს ეპიდემიოლოგები გადავამზადეთ ნაცხის აღების მეთოდოლოგიაში და ტარდება სწრაფი ტესტები. ეს არის ანტისხეულების ტესტი კაპილარულ სისხლში. ასევე, ნაცხში სწრაფი ტესტი „კოვიდის" ანტიგენზე. თუ უარყოფითია შედეგი, შემოვა. ეს ეხება ტრაილერის მძღოლებს, ვინც რჩება საქართველოში. ვინც ტრანზიტით გადის საქართველოში 6-8 საათის განმავლობაში, მას გაჩერების უფლება არ აქვს. მათ აცილებს საპატრულო.

1500-მდე მძღოლია საქართველოში, ვინც ახლა თვითიზოლაციაში ან კარანტინშია. მათი მასობრივი კვლევები დაიწყება ხვალ, ზეგ, მაზეგ. ეს სისტემა უკვე იქნება ყველგან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×