რეზონანსი
29.05.2020

ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, ამ ქვეყანაში საუკეთესო არჩევნები , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო 6 თვე იქნება „უკიდურესად რთული ეპიდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით".

„როდესაც ადამიანები ობიექტური და შინაარსობრივი ოპონირების მაგივრად, იქცევიან ისე, როგორც ინსტიქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელის ქნევით, ყვირილით და შემდგომ ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ის პირობებია, რომელ პირობებშიც მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და მათი გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (29.05.2020)
Арсебули мтавроба + гакомпетентуреба = 0


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×