რეზონანსი
29.05.2020

2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ, რათა სოციალური დახმარება გაგვეწია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით, პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში თვითდასაქმებულები საერთოდ არ აღირიცხებოდნენ.

„უბრალოდ, არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად იბრძვის მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად ორ ძირითადად მიმართულებაზე, ორ ფრონტზე ფაქტობრივად - გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული შემოსავალი, სახლში შესატანი შემოსავალი, ამ პირობებში, როდესაც საერთოდ ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო, საერთოდ არ აინტერესებდა. არც აღირიცხებოდა, საერთოდ ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია კრიზისის პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
gocha   (29.05.2020)
tu gindat gaxmareba deexmaret kvelas vinc umishevariaa imatac tu ara gaxaria xar tu bizina sheveci tkven dedebs kargad sheismine ikneb asruldes shemi gineba

gocha   (29.05.2020)
tu gindat gaxmareba deexmaret kvelas vinc umishevariaa imatac tu ara gaxaria xar tu bizina sheveci tkven dedebs kargad sheismine ikneb asruldes shemi gineba


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×