რეზონანსი
29.05.2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 48 პაციენტი იმყოფება, მათგან 16 კოვიდდადასტურებულია.

თუმცა, მისივე თქმით, 14 პაციენტზე პირველადი ტესტის პასუხი არის უარყოფითი და მათ უახლოეს პერიოდში განმეორებით კვლევა ჩაუტარდებათ.

„ექვსი გამოჯანმრთელებული უკვე გავიდა კლინიკიდან, ასევე 11 პაციენტი იმყოფება ინტენსიურში და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი გვრჩება რეანიმაციაში, რომელიც არის უკიდურესად მძიმე, მაგრამ სტაბილურად არის და გაუმჯობესების ელემენტებიც გამოიხატება.

პაციენტი არის ძალიან მძიმე და დიდი ხანია, მასთან ვმუშაობთ. მას აქვს ორმხრივი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია, ფილტვის ინფარქტი, ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სინდრომი, იშემიური ინსულტი, გულის უკმარისობა მეოთხე ხარისხი, კოვიდ დადებითი იყო დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ორჯერ უკვე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და შესაბამისად, მას „კოვიდ-19" არ აქვს, თუმცა როგორც ჩამოვთვალე, აქვს გართულებები და თანმხლები დაავადებები, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პაციენტი, რომელიც გატარებულა ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა გარკვეული წამატებები და წინსვლები გვაქვს. ხვალ ჩვენ სავარაუდოდ 10-12 პირის სინჯს გავაგზავნით ლაბორატორიაში და მივიღებთ ტრადიციულად დღის ბოლოს",- განაცხადა დევი ტაბიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×