რეზონანსი
29.05.2020

ბოლო დღე­ე­ბია ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შე­საძ­ლოა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­დეს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რაც ერთი შე­ხედ­ვით, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ჩანს, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით შე­კა­ვე­ბის საქ­მე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად, მის დამ­სა­ხუ­რე­ბა­საც ხე­დავს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ხა­რი­ას მთავ­რო­ბი­დან წას­ვლას და ოპო­ზი­ცი­ა­ში ფორ­მა­ლურ გა­დას­ვლას, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის და­საქ­საქ­სად გეგ­მავს.

რიგი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უფრო შორ­საც წა­ვიდ­ნენ და მის შემ­ცვლე­ლად გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა და­ა­სა­ხე­ლეს.

"სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა ამ თე­მა­ზე, თუმ­ცა ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ გა­ხა­რი­ას დღეს და ხვალ არა­ვინ შეც­ვლის, უფრო მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გა­ხა­რია გა­დად­გეს არ­ჩევ­ნე­ბის წინ და ჩა­უდ­გეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სიას სა­თა­ვე­ში და რო­გორც მა­ჟო­რი­ტარ­მა, ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ, სა­მეგ­რე­ლო­ში იყა­როს კენ­ჭი, სა­დაც, ვფიქ­რობ, ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თე­ბა.

მისი ოპო­ზი­ცი­ა­ში ფაქ­ტი­უ­რად თუ ფიქ­ტი­უ­რად წას­ვლა, ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლუ­რი მგო­ნია და ამ ვერ­სი­ას სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ.ქვე­ყა­ნას არ აქვს ახლა ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ პრე­მი­ე­რე­ბი იც­ვა­ლოს ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე ძა­ლი­ან სწრა­ფად არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. გა­ხა­რი­ამ კი, რო­გორც მე­ნე­ჯერ­მა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უკვე კარ­გად აჩ­ვე­ნა", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრასთან".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×