რეზონანსი
29.05.2020

1992 წელს თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი გა­უ­გო­ნა­რი მკვლე­ლო­ბა დღემ­დე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ამავდრო­უ­ლად, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და თა­მარ თო­რა­ძეც, რო­მელ­საც თვალ­წინ და­უ­ცხრი­ლეს ძმე­ბი. გა­უ­საძ­ლი­სი ზე­წო­ლი­სა და მუ­ქა­რის გამო წლე­ბის წინ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით აშშ-ში ცხოვ­რობს. თა­მარ თო­რა­ძე 90-იანი წლე­ბის სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ათწლე­უ­ლე­ბია უშე­დე­გოდ ითხოვს.

ქალი კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­და მას შემ­დეგ, რაც "მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის გი­ორ­გი რუ­რუ­ას პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი. თო­რა­ძე ამ­ბობს, რომ სწო­რედ რუ­რუა იყო ერთ-ერთი, ვინც მკვლე­ლო­ბის დღეს თო­რა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მი­ვი­და.

1992 წლის 3 მარტს თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის 5 წევ­რი - დედა, მამა და სამი ვაჟი ამო­ხო­ცეს. ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წრო თა­მარ თო­რა­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ 13 წლის იყო.

"მას შემ­დეგ, რაც ჩემი ძმე­ბი და მშობ­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში ამო­ხო­ცეს, მოგ­ვად­გნენ კორ­პუს­თან და ყვი­როდ­ნენ - და­ცა­ლეთ კორ­პუ­სი, უნდა ავა­ფეთ­ქო­თო, მე­ზობ­ლე­ბი გა­იქ­ცნენ... მე და ჩემი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე მე­ზობ­ლის ბი­ნა­ში. იქაც მოგ­ვაგ­ნეს. ფან­ჯრე­ბი­დან გვი­კა­კუ­ნებ­დნენ, ყუმ­ბა­რებს შე­მო­გიყ­რით და ყვე­ლა და­ი­ხო­ცე­ბი­თო.

ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა გა­ა­ღო კარი და შე­მოც­ვივ­დნენ. ოთხი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და. ორი უნიღ­ბოდ იყო, ყუ­რის და თვა­ლის ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა მაქვს და მახ­სოვს - ჟო­რი­კა რუ­რუა შე­მო­ვი­და პირ­ვე­ლი და იკი­თხა: თო­რა­ძე­ე­ბი აქ არი­ა­ნო? მე­ზო­ბელ­მა უპა­სუ­ხა, მხო­ლოდ ბავ­შვე­ბიო. შე­მო­ვალთ და დავ­ხე­დავ­თო. ჩემ­მა ძმამ უთხრა, უია­რა­ღოდ ვართ, ხელ­ცა­რი­ე­ლე­ბი, რას შვე­ბი­თო

ჟო­რი­კა რუ­რუ­ას ახ­ლაც იგი­ვე ხმა აქვს, მის სა­ხეს კი რა და­მა­ვი­წყებს?! მის ბო­როტ თვა­ლებს?! თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და, შემ­დეგ გა­დაგ­ვა­ტა­რა ია­რა­ღი მე და ჩემს პა­ტა­რა და-ძმებს და ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი ჩემი ძმე­ბი და­ცხრი­ლა. მე­ო­რე მა­ღა­ლი იყო, წვე­რი­ა­ნი, იმან იმე­დო და­ცხრი­ლა.

ვღ­რი­ა­ლებ­დით ბოლო ხმა­ზე... რა­ნა­ი­რად უნდა და­გა­ვი­წყდეს ის თვა­ლე­ბი და სახე, რო­მელ­მაც ეს გა­ა­კე­თა?! არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ გი­ორ­გი რუ­რუ­ას მა­შინ­დე­ლი სახე და თვა­ლე­ბი. ის მე­ო­რეც ვიცი ვინც არის, მაგ­რამ მის ვი­ნა­ო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ტყვი. და­ვიც­დი ცოტა ხანს და თუ დავ­რწმუნ­დი, რომ არა­ფერს იძი­ე­ბენ, მერე და­ვი­წყებ ხმა­მაღ­ლა ყვე­ლას სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის ყვი­რილს და ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნებ!", - განაცხადა თამარ თორაძემ "AMBEBI.GE", - სთან.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×