რეზონანსი
29.05.2020

ქართველი ჩოგნურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ტელეკომპანია „მთავარის" დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლეს. ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" განცხადება ტელეკომპანია "მთავარის" გადაცემა "მთავარი აქცენტების" წამყვანის - ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა "მთავარი აქცენტები" ეთერში 2020 წლის 24 მაისს გავიდა და მხარის პრეტენზია გვარამიას მონოლოგის იმ ნაწილს ეხება, როდესაც ის, ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დეტალებზე საუბრობს.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" განმარტებით, გარდა იმისა რომ წამყვანის მონოლოგში, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხრიდან, შანტაჟთან დაკავშირებული ინფორმაცია ფაქტადაა გადმოცემული და სიმართლეს არ შეესაბამება, მსხვერპლი ისეა წარმოჩენილი, თითქოს მან უბიძგა ბრალდებულს ძალადობის ჩადენისკენ და ქმნის წარმოდგენას, თითქოს "ქალის გარკვეული "არასწორი" სოციალური ქცევა, მამაკაცს ანიჭებს პრივილეგიას, რომ მას ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს."

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×