რეზონანსი
29.05.2020

საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა დღეიდან განაახლა. არსებული რეგულაციებით, ავტობუსში მგზავრები პირბადით და უკანა კარებებიდან უნდა ავიდნენ, რათა მათ მძღოლთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ტრანსპორტში მძღოლთან მისასვლელი გადაღობილია და ადგილი ამკრძალავი ლენტითაა გამოყოფილი.

ამასთან, კონდიცირება ავტობუსში არ ხდება. შესაბამისად, მგზავრობის დროს ფანჯრები ღიაა.

იცავენ თუ არა მგზავრები ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომებს?

„ისეთი მგზავრი არ ყოფილა, რომ არ ეკეთოს პირბადე. ყველა ისე ამოდის, რომ პირბადე უკეთიათ და ასე ვთქვათ, მომზადებულია. ჯერჯერობით დილიდან მგზავრთა სიმრავლე არ არის. პირველ რეისს ვასრულებთ და სიმრავლე არ შეინიშნება. მივიღეთ მითითებები, რომ მგზავრები უნდა იყვნენ პირბადით. უნდა მივაქციოთ ყურადღება, დისტანცია დაიცვან და უსაფრთხოდ ვიყოთ", - განაცხადა ავტობუსის ერთ-ერთმა კონდუქტორმა "იმედის დილასთან".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×