რეზონანსი
29.05.2020

8 ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა..

„ამჟამად კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევვა. ასევე, გვყავს ერთი პაციენტი, რომელსაც სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა, თუმცა ახლა ველით სრული კვლევის შედეგს. მისი პასუხი დღეს გახდდება ცნობილი. ანუ საერთო ჯამში, დღეის მდგომარეობით, ჩვენს ცენტრში 40 კოვიდინფიცირებული და 1 საეჭვო შემთხვევაა" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი 16 წლისა.

„მათგან ერთი 16 წლისაა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოიხსენიება, როგორც მოზარდი. 16 წელი უკვე, გარკვეულწილად, სცილდება ბავშვთა ასაკს. ამ რვა ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება. ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით რას მივიღებთ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×