რეზონანსი
29.05.2020

“სააკაშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონტაქტები მის პარტიასთან – “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის ლიდერებთან, რომლებიც ამ ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოსთან თანამშრომლობენ.” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველთან.

"მინდა გითხრათ, რომ კარგი აზრის ვარ იგივე გრიგოლ ვაშაძის შესახებ. რომელიც კარგი დიპლომატი და ძალიან დადებითი პიროვნებაა. ასევე ნიკა მელია ძალიან ნიჭიერი და მებრძოლი ადამიანია. ვიცნობ მამამისს ანზორ მელიასაც, ნიკა ჩემს ხელშია გაზრდილი. მინდოდა ჩემთან წამეყვანა ნიკა და მან “ნაცმოძრაობა” აირჩია, თანაც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იყვნენ. იგივე ქალბატონი თინა ბოკუჩავა ძალიან მებრძოლია”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, – მოხიბლული ყოფილხართ “ნაციონალური მოძრაობით”, – პასუხობს:

“ნაციონალური მოძრაობით” კი არა პიროვნებებით ვარ ძალიან კმაყოფილი. მათთან ერთად შეიძლება ბრძოლა საქართველოსთვის”.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
???   (29.05.2020)
NATELASHVILO SHEN xar KOVIDI -19, romelic ainficirebs adamianebs,amave dros UMAGLESI TAGLITI,MATKUARA,ERIS GAMKIDVELI romelic fulis moxvechvisatvis kvelaferze midis shen xar esmakiseuli ara adamiani,TFUI she sazizgaro bindzuro politikoso,vai patrioto,ARAKACO,GAMKIDVELO!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×