რეზონანსი
28.05.2020

სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატი ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

„საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით ასევე არ არის განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისი რეგულაცია. კანონპროექტის მიღება კი, აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება", - ნათქვამია კანონპროექტში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
tatoo   (29.05.2020)
50 ლარი ცოტაა.500 რომ იქნება ეგრევე გამოჩნდებიან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×