რეზონანსი
28.05.2020

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო სამხრეთ კორეაში საკარანტინო ზომების ნაწილი ისევ ამოქმედდება.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება სეულსა და მის შემოგარენში 29 ივნისიდან საზოგადოებრივ დაწესებულებებს დახურავს. ქვეყანაში 2 კვირით მუზეუმები, პარკები და გალერიები დაიხურება.

ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19"-ით ინფიცირება 79 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 5 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახალი შემთხვევებიდან 54 უკავშირდება სეულის მახლობლად მდებარე ლოჯისტიკურ ცენტრს. აღნიშნული კლასტერიდან 4 150 ადამიანი კარანტინში იმყოფება.

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 14 ივნისამდე დაიხურება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პარკები, რეკრეაციული და გასართობი დაწესებულებები, მუზეუმები, თეატრები და გალერეები. გაუქმდება ან გადაიდება სამთავრობო ღონისძიებები. ხელისუფლება მოქალაქეებს 14 ივნისამდე გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში გამოვლენილია კორონავირუსის 11 344 შემთხვევა, 269 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×