რეზონანსი
28.05.2020

კომპანია “აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის “ინიციატივის’’ მხარდაჭერით, ფონდი “1ანობა“ და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები -  ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, რუსთავი 2-ის პირდაპირ  ეთერში გაიმართება და  ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის “1იანობა“ ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია.

“ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა "ინიციატივის" ფარგლებში, კომპანია “აჭარაბეთი’’ დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას სურვილისამებრ შეიტანონ საკუთარი წვლილი.“-აცხადებენ აჭარაბეთში

“1იანობა’’ ონლაინპლატფორმაა, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, რათა  დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ’’-აცხადებს ფონდ “1ანობის’’ დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×