რეზონანსი
28.05.2020

ბოლო ხანს თე­მურ წიკ­ლა­უ­რი თბი­ლი­სურ რუ­ტი­ნას გა­ექ­ცა და მი­საქ­ცი­ელ­ში, ულა­მა­ზეს ხის კო­ტე­ჯში არ­ჩია ცხოვ­რე­ბა. ეს სახ­ლიც მე­გობ­რებ­მა აუ­შე­ნეს. არაგ­ვის­ხე­ო­ბი­დან 500 მეტრში ქუ­ჩას, რო­მე­ლიც თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სახ­ლთან მი­გიყ­ვანთ, არ­წი­ვის ქუჩა ჰქვია.

"წელიწადნახევრის წინ მოულოდნელად ინსულტი დამემართა მარ­ცხე­ნა ხელი და ფეხი ვერ მქონ­და კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მარ­ჯვე­ნა ტვინ­ში ჩა­მექ­ცა ალ­ბათ სის­ხლი და მარ­ცხე­ნა გა­ი­თი­შა. ვიბ­რძო­ლე და ექიმ სან­დრო ცის­კა­რი­ძის დახ­მა­რე­ბით გა­და­ვი­ტა­ნე. ათი დღე ვი­წე­ქი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და რო­დე­საც გა­მომ­წე­რეს, ვიბ­რძო­ლე, ვიბ­რძლე და გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ახლა არც ყბა მაქვს მოღ­რე­ცი­ლი, არც თვა­ლი და არც ტვი­ნი. სა­უ­კე­თე­სოდ ვარ, ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს. 

ახლა მი­საქ­ცი­ელ­ში ვცხოვ­რობ, თუმ­ცა თბი­ლის­ში სახ­ლი მაქვს და ძვე­ლე­ბუ­რად მივ­დი­ვარ იქ. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჩემი მე­გობ­რე­ბის ნო­დარ ბე­რი­ძი­სა და ვა­სილ ბო­ლაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, შე­მი­ძი­ნეს მი­წის ნაკ­ვე­თი და ჩა­მიდ­გეს ხის სახ­ლი. ჩემ­თვის ვარ, ვმღე­რი, ყელს ხომ ვარ­ჯი­ში უნდა. 

მი­საქ­ცი­ელ­ში რომ შე­მოხ­ვალ, ხელ­მარ­ჯვნივ დაგ­ხვდე­ბათ ტრა­ფა­რე­ტი, რო­მელ­საც აწე­რია არ­წი­ვის ქუჩა, მე და­ვარ­ქვი (იცი­ნის). თა­ვი­დან ივე­რი­ის ქუჩა მინ­დო­და და­მერ­ქმია და მი­თხრეს, გვაქვს ივე­რი­სუ­ბა­ნიო და გა­დავ­წყვი­ტე არ­წი­ვის ქუჩა და­მერ­ქმია. წა­ვე­დი, ტრა­ფა­რე­ტი და­ვამზდე­ბი­ნე, და­ვა­წე­რი­ნე ზედ, მო­ვი­ტა­ნე და აქ ჩა­ვარ­ჭე.

ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, მე გა­ვი­მარ­ჯვე ინ­სულტზე და ამ კო­რო­ნა­ვირუს­საც და­ა­ნე­ბეთ თავი, არა­ფე­რი არ არის. კო­რო­ნა­ვირუს­მა უნდა შე­ა­ში­ნოს ქრის­ტი­ა­ნი კაცი? - აღ­დგო­მა დღეს ერთი კოვ­ზით ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეზი­ა­რა და არა­ვის არა­ფე­რი არ მოს­ვლია. ამი­ტომ ყვე­ლას, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს წა­ვი­დეს ეკ­ლე­სი­ა­ში და ილო­ცოს, იდ­გეს მუხ­ლის­ჩო­ქა, შეს­თხო­ვოს უფალს და ეშ­ვე­ლე­ბა", - განუცხადა "ამბებს" მომღერალმა. 

ამბები.ჯი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
1234   (28.05.2020)
კარგია რომ გამოჯამრთელდი და კარგად ხარ, და იმის საშუალებაც გაქვს რომ თვითიზოლაციაში იყო და ვირუს მოერიდო. კორონავირუსით დაავადებულებს რომ ეკლესიაში უშვებ ეგ კი არ არის კარგი რჩევა. ეგ საქმე ექიმებს დაუტოვე ისე როგორც შენ გამოგიყვანეს მდგომორეობიდან ექიმებმა და წამლებმა. საბედნიეროდ კარგი ინფექციონისტები გვყავს და ისინი გასცემენ რჩევას ვირუსთან დაკავშირებით. სულს მღვდელმა მიხედოს, სხეულს ექიმმა.

siropias gogo   (28.05.2020)
jidaro vajkaco lomi xar gaixare dzmao

nelmari   (28.05.2020)
Temuri gaixare,arwivo da dzliero vajkaco,kargi qartveli vajkaci xar gmertma didxans gacocxlos,Gilocav Qristes amaglebis dges,mravals daeswari,janmrteli da gadzlierebuli!

ჭორლეონე   (28.05.2020)
Temo jigari xar, didxans icocxle zmao. gaixare.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×