რეზონანსი
27.05.2020

ფოთის ჰოსპიტლის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტია მოთავსებული. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„სამი პაციენტიდან ერთი, 40 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან უკვე დატესტილია და ველოდებით ანალიზის პასუხს. გვყავს კიდევ ორი პაციენტი. შვიდი თვის გოგონა და 14 წლის ბიჭი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ხვალ დილით გაიგზავნება. სამივე პაციენტი ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობს. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×