რეზონანსი
27.05.2020

ბათუმში საბაგიროსთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 10-მდე პირი დააკავეს, ისინი პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი.

აქციის მონაწილეებმა, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების, ელდარ ანთაძისა და რეზო წულულიძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია თავდაპირველად აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს, მოგვიანებით კი ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა.

აქციის მონაწილეები, ამ წუთებში მსჯელობენ - რა ფორმით გააგრძელებენ პროტესტს.

ცნობისთვის, 5 მაისს ხულიგნობის ბრალდებით რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე დააკავეს. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობაში დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×