რეზონანსი
27.05.2020

520-ე დადგენილება არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო დადგენილება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური, მდგრად გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. ამიტომ 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგი სექტორული ანტიკრიზისული გეგმა ჯანდაცვის სამინისტროს შეეხება.

„რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეველოპმენტის და სამშენებლო სექტორის დახმარების შემდგომ, შემდეგი სექტორული ანტიკრიზისული გეგმა იქნება ჯანდაცვის სისტემის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×