რეზონანსი
27.05.2020

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ადგილობრივი, 28 წლის გიგა კაკაბაძეა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზე იდგა, როცა მას სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ეკა   (27.05.2020)
როგორ არ ვუფრთხილდებით სხვის სიცოცხლეს. სიცოცხლე ხომ ერთადერთია, რაც გვაქვს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×